ნინოწმინდასა და ახალქალაქში მაჟორიტარმა დეპუტატმა გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
 ნინოწმინდასა და ახალქალაქში მაჟორიტარმა დეპუტატმა გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
15:00 28.06.2017
ნინოწმინდისა და ახალქალაქში მაჟორიტარმა დეპუტატმა ჰენზელ მკოიანმა გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელებთან, დეპუტატებთან და სოფლებში გამგებლის წარმომადგენლებთან, გამგეობისა და საკრებულოს საჯარო მოხელეებთან და იურიდიული პირების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარემ სუმბატ კიურეღიანმა დამსწრეებს გააცნო საკრებულოს დეპუტატების მიერ მუნიციპალიტეტის სოფლებში და ქალაქ ნინოწმინდაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გამოვლენილი პრობლემები, ისაუბრა მოსახლეობის თხოვნით განსახორციელებელ პროექტებზე და 2016 წლიდან დარჩენილი გარდამავალი პროექტების სრულყოფილად შესრულების შესახებ.
ასევე შესყიდვების სამსახურის უფროსმა გიორგი ზმოიანმა წარმოადგინა ინფორმაცია გამოცხადებული ტენდერების, ხელშეკულების დადების და 2017 წელს განსახორციელებელი პროექტების დროულად დაწყებისა და დასრულების თაობაზე.
სხვა საკითხებთან ერთად, ენზელ მკოიანმა ყურადღება ქალაქსა და სოფლებში გარემოს დაცვითი და დასუფთავების კუთხით არსებული პრობლემების დაუყოვნებლივ მოგვარებაზე გაამახვილა.


ბეჭდვა