„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ზაზა გაბუნია თბილისში მოსალოდნელი უხვნალექიანობის
გამო, პრევენციული ღონისძიებების გატარებას ითხოვს.
გაბუნიას თქმით, აქამდე თბილისის შესაბამისი სამსახურები მომხდარზე რეაგირებდნენ, რაც ნაკლებ ეფექტურია და საჭიროა პრევენციული ღონისძიებები.
ამისთვის, გაბუნია მოითხოვს, რომ ქალაქის იმ ნაწილში, სადაც სანიაღვრე ქსელები გაუმართავია - კრწანისში, ელიას მთის დასახლებაში, მთაწმინდის ზედა ნაწილში, ჩუღურეთში და სხვა რაიონებში, წინასწარ განთავსდნენ სამაშველო ჯგუფები, რათა საჭიროების შემთხვევაში სწრაფი რეაგირებისთვის.
ამასთან, გაბუნიას თქმით, აუცილებელია უსაფრთხოების მიზნით, საცხოვრებლად საშიში, მესამე კატეგორიის ავარიული სახლებიდან მოსახლეობის გამოყვანა.