ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საზოგადოება სტუმრებთან ერთად დღეს სომეხი ხალხის გენოციდის
მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალთან სომეხთა გენოციდის 102 წლისთავი აღსანიშნად შეიკრიბა.
როგორც ნინოწმინდის გამგეობაში აცხადებენ, 102 წლის წინ მომხდარი გენოციდის ფაქტი უმძიმესია მსოფლიო ისტორიაში.
საქართველოს პარლამენტის წევრმა ნინოწმინდის მაჟორიტარული ოლქიდან ჰენზელ მკოიანმა და
სამველ მანუკიანმა, მუნიციპალიტეტის გამგეობისა (გამგებელი - გაგიკ კარსლიანის ხელმძღვანელობით) და საკრებულოს (თავმჯდომარე - სუმბატ კიურეღიანის ხელმძღვანელობით ) თანამშრომლებმა, საკრებულოს დეპუტატებმა სტუმრებსა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ერთად მსხვერპლთა წმინდა ხსოვნას მიაგეს პატივი და ეკლესიაში წირვა-ლოცვის შემდეგ სომეხი ხალხის გენოციდის მსხვერპლთა მარადიულობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ბოლოს ღონისძიება სამუსიკო სკოლის, ,,რაფაელ ჯავახქ"კულტურულ - საგანათლებლო ცენტრისა და ნინოწმინდის კულტურის ცენტრის კონცერტით "აღორძინება" დასრულდა.
