ნინოწმინდის გამგებელმა თავის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ნინოწმინდის გამგებელმა თავის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
14:49 04.04.2017
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გაგიკ კარსლიანმა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის სოფლებში შინაური ცხოველების პროფილაქტიკური ვაქცინაციების, ბრუცელოზზე სეროლოგიური კვლევებისა და ცხოველთა იდენტიფიკაცია - რეგისტრაციის ღონისძიებების დროულად და ეფექტურად ჩატარების შესახებ ისაუბრეს. გამგებლის წარმომადგენლები სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს სოფლებში აღნიშნული ღონისძიებების ორგანიზებაში გაუწევენ დახმარებას.

ბეჭდვა