რადიო „თავისუფლების“ ქართული სამსახურის უფროსი დავით კაკაბაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს
რადიო „თავისუფლების“ ქართული სამსახურის უფროსი დავით კაკაბაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს
11:28 31.01.2018
რადიო „თავისუფლების“ ქართული ბიუროს ხელმძღვანელი დავით კაკაბაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
კაკაბაძის განცხადებით, მისი გათავისუფლების ძირითადი მიზეზი საზოგადოებრივ მაუწყებელზე რადიო „თავისუფლების“ პროექტების დახურვის შემდეგ, ერთ-ერთი გადაცემის „რუსთავი 2“-ის ეთერში გასვლასთან დაკავშირებით მენეჯმენტთან უთანხმოება გახდა.
„ძირითადი უთანხომოება იყო „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, რომ ჩვენი ერთ-ერთი ტელეგადაცემა გასულიყო „რუსთავი 2“-ის ეთერში, მაგრამ ამის წინააღმდეგი ვიყავი გასაგები მიზეზების გამო. ვთვლიდი და ახლაც ვთვლი, რომ რადიო „თავისუფლება“ არ უნდა თანამშრომლობდეს ისეთ მედია-საშუალებასთან, რომელიც აშკარად წარმოადგენს პოლიტიკურ ძალას და არის მიკერძოებული. ის ქაღალდი, რომელიც მე გადმომცეს არის შეთანხმება გათავისუფლების შესახებ, თითქოს ესაა ორმხრივი შეთანხმება, მე ჯერ ხელი არ მოიწერია, მაგრამ თავს ზევით ძალა არ არის“- განაცხადა კაკაბაძემ ტელეკომპანია „იმედთან“ სატელეფონო საუბრისას.

ბეჭდვა