გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა სამოქალაქოსაზოგადოებას,
აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს გენდერული თანასწორობის ახალი კონცეფციის პროექტი წარუდგინა .
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტიარის ქალთა საკითხებში და გენდერული თანასწორობის საკითხებში ძირითადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტი მთლიანად ქვეყნისთვის და არა მარტო საქართველოსპარლამენტისთვის.
მისივე თქმით, ამ დოკუმენტს მხარი დაუჭირეს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა როგორც საპარლამენტო უმრავლესობიდან, ასევე ყველა ოპოზიციურიპარტიიდან, „გვინდოდა, რომ პროექტი ფართო საზოგადოებისთვისაც გაგვეცნო, ყველა დაინტერესებული პირისთვის მიგვეცა შესაძლებლობა გაცნობოდა დოკუმენტს და თურაიმე შენიშვნები იქნება გამოთქმული, გენდერული თანასწორობის საბჭო, რა თქმა უნდა, იმსჯელებს ამ შენიშვნებზე“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ სახელმწიფო კონცეფციის ძირითად ღირებულებებზე და პრინციპებზე,მთავარ მიმართულებებზე და განხორციელების მექანიზმებზე ისაუბრა.
კონცეფციის ძირითადი მიმართულებებია: დისკრიმინაციის სფერო, ძალადობასთან ბრძოლის საკითხები, მშვიდობა და უსაფრთხოება, ცნობიერების ამაღლება და განათლება,პოლიტიკური სფერო, სოციალურ-ეკონომიკური სფერო, ჯანდაცვა, კულტურა და სპორტი.
პარლამენტი სახელმწიფო კონცეფციას დადგენილების საფუძველზე დაამტკიცებს და მისი გადახედვა შვიდ წელიწადში ერთხელ მოხდება. თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, შვიდიწელი შერჩეული იქნა იმ მიზნით, რომ ამ დოკუმენტის გადასინჯვის პროცესი აცდენილიყო პოლიტიკურ ციკლს. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ დოკუმენტის ცვლილება პოლიტიკურციკლს არ უნდა ემთხვეოდეს იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური ძალაა დომინანტი საქართველოს პარლამენტში, ეს თემები მაინც თანაბრადმნიშვნელოვანი და აქტუალურია“ , - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
გენდერული თანასწორობის პირველი კონცეფცია 2006 წელს დამტკიცდა და მას შემდეგ აღარ გადასინჯულა.
დღევანდელ კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ასევე, გენდერული თანასწორობის საბჭოს 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში და 2018-2020 წლებისსამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის პრიორიტეტებს გენდერული თანასწორობის მიღწევის საკითხებში.
თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ გასული წელი საკმაოდ აქტიური წელი იყო გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის. „გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ წინა წლებთანშედარებით გასული წელი იყო ძალიან აქტიური. ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, კერძოდ, მოვახდინეთ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება დაგანვახორციელეთ შესაბამისი გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები. გასულ წელს, პირველად საქართველოს პარლამენტში, მოხდა სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებისგენდერული ზეგავლენის შეფასება, ასევე ბევრი შეხვედრა გაიმართა მოსახლეობასთან ცნობიერების ამაღლების კუთხით“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმამოადგილემ.
მან მადლობა გადაუხადა პარტნიორ ორგანიზაციებს დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის. „მათი მხარდაჭერის გარეშე გაგვიჭირდებოდა იმ შედეგების მიღწევა, რომელიც შარშანგვქონდა. ჩვენ მათი მხარდაჭერის და დახმარების იმედი გვაქვს წელსაც სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის მთავარი ამოცანებია: სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა, გენდერული თანასწორობის სახელმწიფო მექანიზმისდახვეწა, გენდერული თანასწორობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შექმნა და განვითარება, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისათვის განხორციელებულიღონისძიებების მონიტორინგი და რეკომენდაციების შემუშავება, გენდერული თანასწორობის საბჭოს ინსტიტუციური გაძლიერება და ცნობიერების ამაღლება.
