თბილისის ზოგიერთი რაიონის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
თბილისის ზოგიერთი რაიონის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
09:32 31.01.2018
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით დღეს, 31 იანვარს დედაქალაქის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კერძოდ შეზღუდვა შეეხება:

საბურთალოს რაიონ

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, სოფელი დიღმის, პეტრიწის, მეფე მირიანის, თამარაშვილის, ცინცაძის, კოსტავას და ბენდელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეხ კაჩინსკის, ნავთლუღის, რიჩარდ ჰოლბრუკის, წერნაკის, ჭრელაშვილის და ჰოსპიტლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილორის, ზარზმის, სარაჯიშვილის, იპოლიტოვ-ივანოვის, ლაზოს, წყალსადენის, ჭედიას, შუშის და ტაძრის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 13 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგლაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.




ბეჭდვა