საჯარო სკოლების ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლები გადამზადდნენ
საჯარო სკოლების ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლები გადამზადდნენ
17:09 30.01.2018
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლების ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების პირველი ეტაპი დასრულდა.
ტრენინგი თბილისის, მცხეთა-მთიანეთის და შიდა-ქართლის, ჯამში 300-მდე სკოლის 550-ზე მეტმა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლებმა გაიარა, რომლის მსგავსი მასშტაბისა და შინაარსის ტრენინგი საქართველოში აქამდე არ ჩატარებულა.
თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები მსმენელებმა სპორტის სხვადასხვა სახეობებში გაიარეს, რომელსაც საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერებათა დოქტორები და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელები უძღვებოდნენ. 2018 წლიდან მსგავსი პროგრამის გაგრძელება მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება, სადაც კვალიფიკაციას 3500-ზე მეტი პედაგოგი აიმაღლებს.




ბეჭდვა