საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის სტაჟიორები დღეს რუსთავის იუსტიციის სახლის კონცეფციას და სერვისებს გაეცვნენ.
სერვისები სტაჟიორებს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა დავით მაისურაძემ წარუდგინა.
ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის ნინო ხოფერის განცხადებით, სასწავლო ცენტრის სტაჟიორებს იუსტიციის სახლის სერვისების გაცნობა სამომავლოდ, ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, სანოტარო საქმიანობის განხორციელებაში ხელს შეუწყობს.
ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სტაჟირების გავლა ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად ერთ-ერთი პირობაა. სასწავლო ცენტრში სტაჟირებას ამჟამად, იურიდიული განათლების მქონე 28 პირი გადის.
