ნინო გოგუაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს
ნინო გოგუაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს
16:35 25.01.2018
საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო გოგუაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. გადაწყვეტილება ამის შესახებ ქვეკომიტეტმა დღეს ერთხმად მიიღო.

როგორც ევროსაბჭოში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა აღნიშნა, ქვეკომიტეტის მთავარ ამოცანა ევროპის ქვეყნების კულტურის და კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა, მათი დაცვა და შენარჩუნებაა.

„საქართველოს მრავალფეროვანი და უძველესი კულტურული მემკვიდრეობა ნამდვილად თავის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ევროპის ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობების გვერდით, და ეს კიდევ უფრო თვალსაჩინო უნდა გავხადოთ. ამ ქვეკომიტეტის თავმჯდომარეობა კარგი შესაძლებლობა იქნება ჩვენთვის, დიდ საერთაშორისო ფორმატებში მეტად წარმოვაჩინოთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა და გავხადოთ საქართველო მეტად აქტიური ევროპის კულტურული ღონისძიებებისთვის მასპინძლობისთვის“,- განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ბეჭდვა