თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო 00:00-დან 07:00
საათამდე, რუსთაველის გამზირი ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გადაიკეტება.
სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.
თბილისის მერია მოსახლეობას შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.
