წესი-ურავის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია
წესი-ურავის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია
22:50 23.01.2018
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზის მე-5 კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე რამოდენიმე საათის წინ ჩამოვიდა დიდიმოცულობის კლდოვანი მასა, რამაც გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვა გამოიწვია.

ბეჭდვა