„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიიჩნევს, რომ საავადმყოფოები რეგულარულად უნდა შემოწმდეს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიიჩნევს, რომ საავადმყოფოები რეგულარულად უნდა შემოწმდეს
14:16 09.07.2012
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ექიმებისთვის მინიმალური სახელფასო ზღვარის გაზრდას ითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია  ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით შემუშავებულ რეკომენდაციებში, რომელიც ჰოსპიტალურ სექტორს ეხება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ექიმებს მეტი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ პროფკავშირების შემქნისა და მასში გაერთიანებისთვის.

„ეს ერთადერთი გზაა იმის უზრუნველსაყოფად, რომ სპეციალისტებმა ქვეყანა არ დატოვონ, ხოლო სხვა ქვეყნებში მომუშავე ქართველი სპეციალისტები საქართველოში დაბრუნდნენ“ - ნათქვამია კვლევაში.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ კონკურენციის ნაკლებობის პირობებში საჭიროა, უფრო რეგულარულად შემოწმდეს საავადმყოფოები მომსახურების ხარისხის და სანიტარიული ნორმების შეფასების, არასწორად დასმული დიაგნოზების და პაციენტთა უფლებების შელახვის შემთხვევების გამოვლენის მიზნით.

ბეჭდვა