თბილისის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში პედაგოგს ტუბერკულოზის ნიშნები დაუდგინდა, აღსაზრდელები სპეციალურ შემოწმებას გაივლიან
თბილისის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში პედაგოგს ტუბერკულოზის ნიშნები დაუდგინდა, აღსაზრდელები სპეციალურ შემოწმებას გაივლიან
09:56 23.01.2018
თბილისის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში პედაგოგს ტუბერკულოზის ნიშნები დაუდგინდა. ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო იუწყება.

მათივე ცნობით, პრევენციის მიზნით, ბაგა-ბაღის იმ ჯგუფის აღსაზრდელები, რომელთაც პედაგოგთან უშუალო შეხება ჰქონდათ, გაივლიან სპეციალურ შემოწმებას.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“თბილისის 152-ე ბაგა-ბაღის ერთ-ერთ პედაგოგს დაუფიქსირდა ტუბერკულოზის ნიშნები. ბაღის პედაგოგს უტარდება სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევა, რომლის საფუძველზეც დაენიშნება შესაბამისი მკურნალობის კურსი.
ფილტვების დაავადებებისა და ტუბერკულოზის ცენტრის რეკომენდაციით, პრევენციის მიზნით, ბაგა-ბაღის იმ ჯგუფის აღსაზრდელები, რომელთაც პედაგოგთან უშუალო შეხება ჰქონდათ, გაივლიან სპეციალურ შემოწმებას. ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით წარმოშობილ ხარჯებს სრულად დააფინანსებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო.
თბილისის ბაღების პერსონალი გეგმიურად გადის სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში დამატებით გამოკვლევებს. ეს პრაქტიკა მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი შემთხვევების დროულად გამოვლენის მიზნით”-ნათქვამია განცხადებაში.

ბეჭდვა