ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით დღეს, 23 იანვარს დედაქალაქის ნაწილს
ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, შეზღუდვა შეეზება კერძოდ:
გლდანის რაიონი
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის, კრუპსკაიას, რიონის, ფოცხიშვილის და ულიანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, აღმაშენებლის ხევინის მე-10 კილომეტრის (ნაწილობრივ) და დისევის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოლმეურნეობის მოედანის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის მაცხოვრებლებს.
