ლევან დავითაშვილი: მნიშვნელოვანია მდგრადი ეკოლოგიური პრინციპებით წარმოების განვითარება
ლევან დავითაშვილი: მნიშვნელოვანია მდგრადი ეკოლოგიური პრინციპებით წარმოების განვითარება
18:01 18.01.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კომპანიის „ჩირინა“ მფლობელობაში არსებული საწარმოები დაათვალიერა.
მინისტრის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია ისეთი სტანდარტების დანერგვა, რაც მაღალი წარმადობის პარალელურად, მინიმუმამდე შეამცირებს გარემოს დაბინძურებას და მდგრადი ეკოლოგიური პრინციპებით წარმოების განვითარებას შეუწყობს ხელს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „ჩირინა“ ერთ-ერთია, რომელიც პროდუქციას უნარჩენო წარმოებით ქმნის, აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების ტექნოლოგიური ხაზით და სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.

კომპანიის მფლობელობაშია სპეციალური ნაკელსაყრელი, სადაც ნაკელი ორგანულ სასუქად გარდაიქმნება. მისი გამოყენება ნიადაგს მნიშვნელოვნად ანაყოფიერებს, ამარაგებს საჭირო მიკროელემენტებით, ამცირებს სასუქის გამოყენების აუცილებლობას, რაც ხარისხის მაჩვენებელს აუმჯობესებს და მოსავლიანობას ზრდის.

ლევან დავითაშვილმა კომპანიის „ჩირინა“ მფლობელთან, რევაზ ვაშაკიძესთან ერთად, ვეტერინარულ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიაც დაათვალიერა, რომელიც სსტ ისო/იეკ 17025-ის სტანდარტს ფლობს და სხვადასხვა საწარმოს ემსახურება.

ბეჭდვა