ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა დასაშვები
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა დასაშვები
17:15 18.01.2018
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ65 ვერონა-შუამთის მონაკვეთზე დაწესდა სპეციალური რეჟიმი. კერძოდ, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ბეჭდვა