NDI: ქალებზე ოჯახში ძალადობა 81%-სთვის მიიჩნევა პრობლემად, 72%-სთვის ნაადრევი ქორწინება, 56% კი სექსუალური შევიწროვება
NDI: ქალებზე ოჯახში ძალადობა 81%-სთვის მიიჩნევა პრობლემად, 72%-სთვის ნაადრევი ქორწინება, 56% კი სექსუალური შევიწროვება
11:34 18.01.2018
NDI-ის კვლევისას დასმული შეკითხვის ფარგლებში, წარმოადგენს თუ არა ოჯახში ძალადობა ქალბატონებისთვის პრობლემას, გამოკითხულთა 81% აცხადებს, რომ ეს პრობლემაა.

72% მსგავს პრობლემებს შორის ადრეულ ქორწინებას ასახელებს, 56% კი სექსუალურ შევიწროვებას. გარდა ამისა, მოსახლეობისთვის პრობლემად მიიჩნევა საბავშვო ბაღების სიმცირე (53%) და ქალების ნაკლებობა პოლიტიკაში(53%).

აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 29 ნოემბერი - 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

ბეჭდვა