აჭარაში მცხოვრები მუსულმანები აზიზიეს მეჩეთის აშენებას ეწინააღმდეგებიან
აჭარაში მცხოვრები მუსულმანები აზიზიეს მეჩეთის აშენებას ეწინააღმდეგებიან
15:34 27.02.2012
აჭარაში მცხოვრები მუსულმანები ბათუმში სულთან აბდულა აზიზიეს მეჩეთის აშენების წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ.
ოფიციალური განცხადება საინიციატივო ჯგუფმა დღეს გააკეთა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად თურქეთ-საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობისა, ისინი მიუღებლად მიიჩნევენ აზიზიეს მეჩეთის აშენებას, რამაც შესაძლოა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ეჭვქვეშ დააყენოს.
მათი განცხადებით, აჭარაში მეჩეთი მხოლოდ მუსულმანთა მოთხოვნის შესაბამისად უნდა აშენდეს.

ბეჭდვა