უხლოესი ორი დღე ქვეყანაში ძლიერი წვიმაა ნავარაუდევი
უხლოესი ორი დღე ქვეყანაში ძლიერი წვიმაა ნავარაუდევი
11:25 09.07.2012
უახლოესი ორი დღის განმავლობაში საქართველოში ძლიერი ნალექი და ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი.
როგორც „ნიუსპრესს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, საქართველოში დღეს და ხვალ ხანმოკლე წვიმა, ზოგან კი, ძლიერი ნალექია ნავარაუდევი.
მათი ინფორმაციით, წვიმამ მშრალ ხევებსა და პატარა მდინარეებში შესაძლოა, წყალდიდობები გამოიწვიოს.
სინოპტიკოსების თქმით, უახლოესი ორი დღის განმავლობაში, ტემპერატურა, როგორც დასავლეთში ასევე, აღმოსავლეთში 2-3 გრადუსით შემცირდება.
სინოპტიკოსები დედაქალაქში დღეს, დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმას ელ-ჭექით ვარაუდობენ, შესაძლებელია მოვიდეს მცირე სეტყვაც. ხანმოკლე წვიმა თბილისში დღეს საღამოს და ხვალ დღისით შენარჩუნდება. რაც შეეხება ტემპერატურას, ის 27-28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
ნალექის ინტენსივობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 11 ივლისიდან შემცირდება, თუმცა, ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება.

ბეჭდვა