ხარაგაულში ბეჟათუბნის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ.
ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ადმინისტრაციასთან შეხვედრას ითხოვენ.
გაფიცულების თქმით, დამსაქმებლის მხრიდან შრომის უსაფრთხოების პირობები არ არის დაცული და სამუშაო მათი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია.
მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში აქციების გაგრძელებას გეგმავენ.
სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას ჩინეთის ერთ-ერთი კომპანია ახორციელებს.
