მოსახლეობისთვის კეთილმოწყობასთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი გარემოს დაბინძურებაა
მოსახლეობისთვის კეთილმოწყობასთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი გარემოს დაბინძურებაა
11:38 16.01.2018
მოსახლეობისთვის კეთილმოწყობასთან და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი გარემოს დაბინძურებაა.

NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გარემოს დაბინძურება 42%-სთვისაა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. რაც შეეხება შემდგომ პოზიციებს, მას საგზაო მოძრაობა (34%), საზოგადოებრივი ტრანსპორტი (33%), პარკირება (26%) და გამწვანება (24%) იკავებს.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, თბილისში გარემოს დაბინძურება ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად დასახელდა 2015 წლის აგვისტოს კვლევაშიც. თუმცა, საგზაო მოძრაობის, პარკირების, პარკებისა და გამწვანების მაჩვენებლები გაზრდილია.

კვლევები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს
მიერ შესრულდა და 29 ნოემბერი - 19 დეკემბრის პერიოდს მოიცავს.
საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9%-ია.


ბეჭდვა