NDI-ს მიერ გამოკითხულთა 64% ნატო-ში გაწევრიანების მომხრეა
NDI-ს მიერ გამოკითხულთა 64% ნატო-ში გაწევრიანების მომხრეა
11:29 16.01.2018
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით მოსახლეობის უმრავლესობისთვის მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ ქვეყანა ნატო-ს წევრი გახდეს, მისაღებია.

პროცენტული გადანაწილება შემდეგნაირია: გამოკითხულთა 64% მხარს უჭერს ნატო-ში გაწევრიანებას; 26%-სთვის ქვეყნის კურსი მიუღებელია; მოსახლეობის 9%-ს კი კითხვაზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ გააჩნია.

კვლევები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს
მიერ შესრულდა და 29 ნოემბერი - 19 დეკემბრის პერიოდს მოიცავს.
საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9%-ია.


ბეჭდვა