კახეთში ავარიის შედეგად 70 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
კახეთში ავარიის შედეგად 70 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
10:17 09.07.2012
კახეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 70 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ახმეტის რაიონის სოფელ მატანში მამაკაცს ტრაქტორი დაეჯახა, რის შედეგადაც ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც იგი ნაკვეთიდან სახლში ბრუნდებოდა.
მომხდარზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს. ცხედარი გურჯაანის პროზექტურაშია გადასვენებული.

ბეჭდვა