ხარაგაულში 28 წლის მამაკაცს ეძებენ. ახლობლების თქმით, ის ბოლოს 9 იანვარს, ნასვამ
მდგომარეობაში ნახეს. ის, სავარაუდოდ, მდინარე დუმალაში გადავარდა. ტანსაცმელი მდინარემ უკვე გამორიყა.
„ქეიფობდა ადამიანი. რაც ეცვა, ის ტანსაცმელი იპოვეს წყალში და სავარაუდოა, რომ ისიც მდინარეშია. მდინარე ადიდებულია და ვერ ხერხდება მისი პოვნა“-განაცხადა ერთ-ერთმა ახლობელმა.
