ელენე ხოშტარია ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
ელენე ხოშტარია ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
15:27 27.02.2012
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე ხოშტარია საქართველოს  ტექნიკურ უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
როგორც "ნიუსპრესს" ნატოს საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, ხოშტარიამ ამერიკის შეერთებულ შტატებში მაისში დაგეგმილ ჩიკაგოს სამიტის პერსპექტივებზე ისაუბრა.
ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებმა ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული ნატოს კუთხე განაახლეს, რომელიც დაახლოებით ერთი წელია არსებობს.

ბეჭდვა