თბილისში მომხდარ ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა სოფელ დიღმის ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.
„სუბარუს“ მარკის ავტომანქანა ჯერ „ოპელის“ მარკის ავტომობილს შეეჯახა, შემდეგ ორჯერ ამოტრიალდა და ამავე მარკის მანქანას დაეცა.
უბედური შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანიც დაშავდა, მათგან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
წინასწარი ინფორმაციით, უბედური შემთხვევა გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
