თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
09:34 15.01.2018
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და უბნებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა ფონიჭალის დასახლების, სოფელი თელეთის, სურგულაძის, ჟორდანიას, ლომინაძის, ღოღობერიძის და თელეთის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 13 საათამდე ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ონიაშვილის, ასათიანის და დელისის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
12 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას გობრონიძის, შენგელაიას და ახმეტელის ქუჩების მაცხოვრებლები.

ბეჭდვა