დღეიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი
დღეიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი
09:14 09.07.2012
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან 11 ივლისამდე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

როგორც „ნიუსპრესს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი დაფიქსირდება.

ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვასაც პროგნოზირებენ. იქროლებს დასავლეთის ქარი.

11 ივლისიდან ნალექის ინტენსივობა შემცირდება და ტემპერატურა მოიმატებს.


ბეჭდვა