ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი ამოქმედდა
ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი ამოქმედდა
18:19 14.01.2018
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ57 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ბეჭდვა