„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ კვლევის პრეზენტაციას გამართავს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ კვლევის პრეზენტაციას გამართავს
08:58 09.07.2012
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ დღეს კვლევის - „საქართველოს ჰოსპიტალური სექტორი“ პრეზენტაციას გამართავს.

როგორც „ნიუსპრესს“ „გამჭვირვალობადან“ აცნობეს, „საქართველოს ჰოსპიტალური სექტორი“ მეორე ანგარიშია, რომელსაც ორგანიზაცია „საქართველოს ჯანდაცვის სექტორის გამჭვირვალობის ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში აქვეყნებს.

კვლევაში ჰოსპიტალური სექტორის მიმდინარე რეფორმა და ამ სფეროში არსებული გამოწვევებია განხილული.

პროექტი ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ ფინანსდება. პრეზენტაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ოფისში გაიმართება.

ბეჭდვა