თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
09:31 12.01.2018
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით დღეს, 12 იანვარს დედაქალაქში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, დენის მიწოდება შეუწყდება კერძოდ:

საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, სოფელ დიღომში "ნატბეურების" დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, გოძიაშვილის, კვანტალიანის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), პეტრე სარაჯიშვილის, დიდგორის და გიორგი ჭანტურიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი
10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის, ვაზისუბნის II მიკრორაიონის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ვაზის და მამისაანთუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის V კვარტლის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი
10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალეკო გობრონიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი
12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთი გზატკეცილის, ლილოს დასახლების, სადგური დიდი ლილოს და იუმაშევის ქუჩის მაცხოვრებლებს

ბეჭდვა