თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს შუქი გაეთიშება
თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს შუქი გაეთიშება
07:04 08.07.2012
დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტროენეგია შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 10-დან 11 აღმაშენებლის ხეივანის ნაწილს, ვაშლიჯვრის დასახლებას, გოძიაშვილის და უწერის ქუჩას გაეთიშება.
ელექტროენერგია 10-დან 14:00 საათამდე დაბა წყნეთს, კერძოდ, თევდორე მღვდლის და დიმიტრი ამილახვრის ქუჩებს, ხოლო 10-დან 17 საათამდე აღმაშენებლის გამზირის ნაწილს, ჩერნიშევსკის, მარჯანიშვილის და ჯავახიშვილის ქუჩებს არ ექნება.
ენერგომომარაგება 10-დან 18:00 საათამდე თევდორე მღვდლის და ცემის ქუჩებს, თემქის III მიკრორაიონის III კვარტლის, რომელაშვილის, ცოტნე დადიანის, ჯავის, რიონჰესის, სააკაძის, ზედაზენის, ზედაუბნის, ჟრენტის, კალუჟინის, ბახმაროს და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში შუქი ეთიშება ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის, მახათას, მთავარანგელოზის, დმანისის, ქინძმარაულის და ჭირნახულის ქუჩებს.
შეზღუდვა ასევე, გლდანის მასივის V და VII კვარტლებს, სოფელ კიკეთს, აღმაშენებლის ხეივნის მე-12, მე-13 კმ-ის და აგრარული უნივერსიტეტის დასახლების ნაწილს შეეხება.

ბეჭდვა