„რიყე-ნარიყალას“ და „კუს ტბის“ საბაგიროები მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
„რიყე-ნარიყალას“ და „კუს ტბის“ საბაგიროები მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
11:03 10.01.2018
ძლიერი ქარის გამო „რიყე-ნარიყალას“ და „კუს ტბის“ საბაგირო გზები მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.

აღნიშნულზე განცხადებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

“თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ ძლიერი ქარის გამო, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე „რიყე-ნარიყალას“ და „კუს ტბის“ საბაგირო გზები დროებით ვერ მოემსახურებიან მგზავრებს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვი”-ნათქვამია განცხადებაში.

ბეჭდვა