ხაშურის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან
ხაშურის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან
10:51 10.01.2018
ხაშურის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის გამო სანიაღვრე არხები გაივსო, რის შედეგადაც ქუჩები და საცხოვრებელი სახლების ეზოები დაიტბორა. ინტენსიური წვიმის შედეგად ასევე დატბორილია რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელი სახლის პირველი სართული.
გავრცელებული ინფორმაციით, ადიდებულია მდინარე სურამულაც, თუმცა წყალი კალაპოტიდან არ გადმოსულა.

ბეჭდვა