ძლიერმა ქარმა თბილისში ხეები მოგლიჯა და მანქანები დააზიანა
ძლიერმა ქარმა თბილისში ხეები მოგლიჯა და მანქანები დააზიანა
10:45 10.01.2018
ძლიერმა ქარმა დედაქალაქის რამდენიმე უბანში პრობლემები შექმნა. სტიქიამ ხეები და ელექტრო გადამცემი კაბელები მოგლიჯა, ასევე დაზიანდა ავტომობილები.

უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე რეისიც გადაიდო.
თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს დროული რეაგირებისა და მოსახლეობის დახმარებისაკენ მოუწოდა.

ბეჭდვა