ძლიერმა ქარმა კახეთის რამდენიმე რაიონში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.
როგორც გურჯაანის მერიაში განმარტავენ, "ელექტროპრო" პარალელურ რეჟიმში მუშაობს და ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ დენის მიწოდება აღდგება.
გარდა ამისა, სტიქიამ რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა და ხეები მოგლიჯა.
„დაგვაზარალა. სახურავები გადახადა, ნაძვები მოგლიჯა. ძლიერი ქარიშხალი იყო. ღობე შიფერით იყო გაკეთებული და გადმოანგრია“-განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
