სნოში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობის გადატანას მოსახლეობიდან მოშორებით არსებულ ქედზე ითხოვენ
სნოში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობის გადატანას მოსახლეობიდან მოშორებით არსებულ ქედზე ითხოვენ
12:42 09.01.2018
ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები ქსანი- სტეფანწმინდის 500 კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობას აპროტესტებენ.

ადგილობრივები ინტერესდებიან, თუ რატომ არ შესრულდა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მიერ მათთვის მიცემული პირობა გადამცემი ხაზის დასახლებიდან მოშორებით არსებულ ქედზე აშენებასთან დაკავშირებით და რატომ დაიწყო მშენებლობა მოსახლეობის გაფრთხილების გარეშე 8 იანვარს.

მოსახლეობა ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებისა და სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს.

მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ისინი აქციების ჩატარებას აანონსებენ.


ბეჭდვა