პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
15:39 05.01.2018
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს დღეს თოდუას კლინიკაში გეგმური გამოკვლევები ჩაუტარდა.
უწმინდესის პირადი ექიმის განცხადებით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. უწმინდესი თავს კარგად გრძნობს.
ილია II კლინიკიდან საპატრიარქოში უკვე დაბრუნდა.

ბეჭდვა