ზურაბ პატარაძემ დამდეგი ახალი წელი ბათუმელ მეეზოვეებს მიულოცა
ზურაბ პატარაძემ დამდეგი ახალი წელი ბათუმელ მეეზოვეებს მიულოცა
12:22 01.01.2018
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ბათუმის მერი ლაშა კომახიძე შპს ბათუმის ,,სანდასუფთავებას“ ესტუმრნენ და დამსახურებულ თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს, რეგიონისა და ქალაქის პირველმა პირებმა ბათუმელ მეეზოვეებს საახალწლო ნობათები გადასცეს. დიდი პატივისცემით მოიკითხეს ბათუმის უხუცესი მეეზოვე, იაშა კახიძე და მას დღეგრძელობა და ჯანმრთელობა უსურვეს.

ბეჭდვა