"ჩემო ძვირფასო მეგობრებო!
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ მშვიდობას, სიკეთეს,
ბედნიერებასა და კეთილდღეობას. 2018 წელი, სიკეთის, მთის კიდევ უფრო მეტად გაძლიერების, ახალი მნიშვნელოვანი პროექტების დაგეგმვისა და რეალიზების წელი ყოფილიყოს. მინდა, თითოეულ თქვენგანს გულითადად მოგილოცოთ ეს დღესასწაული!
ვისურვებდი, რომ ეს წელი თქვენთვის წინსვლისა და გაძლიერების წელი ყოფილიყოს! მე მჯერა, რომ ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობით, დასახული მიზნისკენ დაუღალავი სწრაფვით, ჩვენი მუხლჩაუხრელი შრომითა და თანადგომით შევძლებთ უკეთეს პირობებში ცხოვრებასა და საქმიანობას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, გუნდთან ერთად მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ხულოს მუნიციპალიტეტის თავისუფლების, სწრაფი განვითარებისა და კეთილდღეობის საქმეში.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ახალ, 2018 წელს! გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, მშვიდობას, დღეგრძელობასა და კეთილდღეობას!"-ნათქვამია მისალოც წერილში.
