ზურაბ პატარაძემ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა
ზურაბ პატარაძემ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა
18:10 30.12.2017
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან და შვილთან ერთად მაღალმთიან აჭარაში სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

მთავრობის თავმდჯომარესთან ერთად ქედისა და შუახევის სოფლებში იმყოფებოდნენ უმაღლესი საბჭოს წევრები ხვიჩა შარაშიძეს და გიორგი მანველიძე, აჭარის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და ქედის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე.

ქედაში და შუახევში მცხოვრებ მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.

ბეჭდვა