სუს-ის წარმომადგენლებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს
სუს-ის წარმომადგენლებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს
18:05 30.12.2017
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.

სუს-ის თანამშრომლები დაღუპული კოლეგების ოჯახებს თბილისსა და რეგიონებში ეწვივნენ, დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათი გადასცეს.

ბეჭდვა