პატრიარქი - მინდა ციხეების ხელმძღვანელებს მამაშვილური სიყვარულით, პატივისცემით ვთხოვო - დაეხმარეთ პატიმრებს
პატრიარქი - მინდა ციხეების ხელმძღვანელებს მამაშვილური სიყვარულით, პატივისცემით ვთხოვო - დაეხმარეთ პატიმრებს
13:02 08.07.2012
სრულიად საქართველს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ციხეების ხელმძღვანელებს პატიმრებისადმი დახმარების თხოვნით მიმართავს.

როგორც უწმინდესმა სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ბრძანა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პატიმრებს ციხეში უხეშად ექცევიან.

„მინდა ვთხოვო ყველას, ვისაც ეს ეხება, არ შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენო პატიმარს და ფიზიკურად გაუსწორდე. არავინაა დაზღვეული იმისგან, რომ შემდეგ თვითონ არ ჩავარდება ამ მდომარეობაში და თვითონ არ გახდება პატიმარი. მინდა მამაშვილური სიყვარულით, ციხეების ხელმძღვანელებს პატივისცემით ვთხოვო, დაეხმარეთ მათ“- განაცხადა პატრაიარქმა და აღნიშნა რომ ახალგაზრდა, რომელიც ციხეში ზის, ოჯახის შექმნის ასაკშია და არა სასჯელის მოხდის.

პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ ამ საკითხს ყურადღება მიექცევა.

„ხომ გახსოვთ, უფალი ამბობს - მეორედ მოსვლის დროს მე ვიყავი ავადმყოფი, მე ვიყავი პატიმრობაში და თქვენ გადამარჩინეთ. უფალი ლოცავს იმ ხალხს, ვინც ამ საქმეს აკეთებს“ - ბრძანა პატრიარქმა.

ბეჭდვა