თბილისში არქეოლოგებმა ძველი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის ნასახლარი აღმოაჩინეს
თბილისში არქეოლოგებმა ძველი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის ნასახლარი აღმოაჩინეს
12:35 08.07.2012
თბილისში, დიღომში, აღმაშენებლის ხეივანზე არქეოლოგებმა ძველი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის ნასახლარი აღმოაჩინეს.

ნასახლარის კედლები შემთხვევით ტერიტორიაზე მიმდინარე კერძო მშენებლობისას გამოჩნდა. ადგილზე მუშაობას არქეოლოგები განაგრძობენ.

სპეციალისტებმა 3 დღის განმავლობაში კერამიკის ქოთანი, ბრინჯაოს ნაკეთობა, რკინის ნამგალი, ტყავის დასამუშავებელი ხელსაწყო და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები იპოვეს.

მათი ვარაუდით, ნასახლარი დაახლოებით 3 100 წლის წინანდელ პერიოდს განეკუთვნება.

არქეოლოგები ტერიტორიას 2 კვირის განმავლობაში დაამუშავებენ.


ბეჭდვა