ხულოში ნაძვის ხესთან საახალწლო ღონისძიება გაიმართა
ხულოში ნაძვის ხესთან საახალწლო ღონისძიება გაიმართა
16:03 28.12.2017
ხულოს მთავარ ნაძვის ხესთან დაბის საჯარო სკოლის უმცროსკლასელებისა და საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მონაწილეობით საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე პატარებმა წაიკითხეს ლექსები და სხვადასხვა მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ბადრი მელაძემ.
ღონისძიება ხულოს კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

ბეჭდვა