მიმდინარე დღეებში მოსული უხვი ნალექის შედეგად, ცაგერის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში
მეწყრული პროცესები გააქტიურდა.
შედარებით რთული მდგომარეობა დაფიქსირდა სოფ. ჩხუტელში,ზარაგულასა და მახაშში.მურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოიშალა კლდის ნაწილი,წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყლის დიდმა ნაკადმა წაიღო სოფელ ზარაგულასთან დამაკავშირებელი გზა. მყისიერი რეაგირების შედეგად,სასწრაფოდ აღდგენილ იქნა სოფელთან დამაკავშრებელი გზა.
მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი საგანგებო კოორდინირებული შტაბი, უშუალოდ ავთანდილ უგრეხელიძის ხელმძღვანელობით 24 საათის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა.უმოკლეს ხანში მოძიებული იქნა შესაბამისი ტექნიკა,გაიწმინდა ცენტრალური და სოფლებამდე მისასვლელი გზები.
ამ დროისათვის სატრანსპორტო გადაადგილების კუთხით პრობლემა არ არსებობს.
