იტერნეტ მღაზია be.ge-ში ნოუთბუქებზე საახალწლო ფასდაკლებები იწყება
იტერნეტ მღაზია be.ge-ში ნოუთბუქებზე საახალწლო ფასდაკლებები იწყება
17:46 27.12.2017
ინტერნეტ მაღაზია www.be.ge-ში ნოუთბუქებზე განსაკუთრებული სააახალწლო ფასდაკლება იწყება.
მომხმარებელს, რომელიც გადაწყვეტს ახალ წელს ახალი ნოუთბუქით და ახალი შესაძლებლობებით შეხვდეს, ლეპტოპის შეძენას, ძალიან მარტივად, სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის საშუალებით შეძლებს.
კომპანია მომხარებელს ფართო არჩევანს და მათზე მორგებულ კომფორტულ პირობებს სთავაზობს. ნოუთბუქის შესაძენად, მხოლოდ სპეციალურ ლინკზე გადასვლა და შესაბამისი აპლიკაციის შევსებაა საჭირო.
ინტერნეტ მაღაზია Be.Ge ანგარიშსწორების რამდენიმე შესაძლებლობას იძლევა: ნაღდი ანგარიშსწორება, გადარიცხვა (უნაღდო ანგარიშსწორება), განვადება და ბარათით გადახდა.
განვადება ფორმდება BE.GE-ს პარტნიორ ბანკებთან - თიბისი ბანკთან, ლიბერთი ბანკთან, საქართველოს ბანკთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია CrediTech-თან.

ონლაინმაღაზიაში მოქმედებს ადგილზე მიწოდების სერვისი, რომელიც თბილისის ნებისმიერ უბანში უფასოა, ხოლო საქართველოს მასშტაბით ხელმისაწვდომი ფასია.
BE.GE საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და აქსესუარების ონლაინ მაღაზიაა, რომელიც ქართულ ინტერნეტ სივრცეში 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მომხმარებელს პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს, მაღალ ხარისხსა და ფასის მუდმივ კონტროლს სთავაზობს. ინტერნეტ მაღაზიაში წარმოდგენილია ათასობით სხვადასხვა დასახელების პროდუქტი, მათ შორის მსხვილი და წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, კომპიუტერული ტექნიკა, მობილურები, საოფისე და ქსელური მოწყობილობები, ავტოელექტრონიკა, კონდიციონერები და სხვა.


ბეჭდვა