აგრარულ უნივერსიტეტსა და ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა
აგრარულ უნივერსიტეტსა და ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა
10:56 08.07.2012
აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ლაშა გოცირიძემ და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორმა  დავით ნადარეიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის თანახმად, აგრარული უნივერსიტეტის ბიომედიცინის პროფილის დოქტორანტები და მაგისტრანტები პროგრამით გათვალისწინებულ ექსპერიმენტულ კვლევებს ცენტრში ჩაატარებენ.

როგორც „ნიუსპრესს“ აგრარული უნივერსიტეტიდან აცნობეს, ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამეცნიერო კვლევით დაწესებულებას წარმოადგენს, რომელიც ექსპერიმენტული ბიომედიცინის სფეროში ყოველწლიურად მრავალ პროექტს ახორციელებს.

ბეჭდვა