გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი ცნობილი დღეს გახდება
გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი ცნობილი დღეს გახდება
11:10 27.12.2017
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში დღეს ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფზე იმსჯელებენ.
ტარიფი, რომელიც დღეს დადგინდება ძალაში 1-ლი იანვრიდან შევა და სამი წლის განმავლობაში უცვლელი იქნება.
„წინა სატარიფო სხდომებზე კომისიამ განიხილა და დაადგინა საბოლოო სამომხმარებლო ტარიფში შემავალ კომპონენტებზე შესაბამისი ტარიფები. ასევე შეთანხმდა ის ინვესტიციები, რომლებიც კომპანიებმა უნდა განახორციელონ მომდევნო წლების განმავლობაში. კომისიას აქვს უკვე ყველა მონაცემი იმისთვის, რომ განსაზღვროს საბოლოო სამომხმარებლო ტარიფი“ - აცხადებს "სემეკის" პრეს სპიკერი ქეთევან ბერიკაშვილი.
რაც შეეხება წყალმომარაგების ტარიფს სემეკში ამ საკითხს ხვალ განიხილავენ.

ბეჭდვა